შვეიცარიის მთებში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ოჯახის ოთხი წევრი დაიღუპა. გარდაცვლილებს შორის ორი ბავშვია. ავიაკატასტროფა ტყის მასივთან ახლოს მოხდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, ხანძარი გაჩნდა, მაშველებმა რთული რელიეფის გამო კატასტროფის ადგილზე მისვლა ვერ მოახერხეს.
ამ ინციდენტიდან რამდენიმე საათში შვეიცარიის მთებში კიდევ ერთი ვერტმფრენი ჩამოვარდა. დაღუპულების რაოდენობა ჯერ უცნობია. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.