მომღერალი ლელა წურწუმია ინტერვიუში საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავს თბილისის მიმართ:
„47 წლის ვარ. ბევრი მოვლენის მომსწრე ვარ, რაც თბილისს ეხება. ბევრი ეტაპი გავიარე ამ ქალაქთან ერთად. 90-იანი წლებიც მახსოვს კარგად და მომდევნოც, რასაკვირველია.
ყველაფრით მიყვარს ჩემი ქალაქი. თბილისi ჩემი გულია, ჩემი სუნთქვა, ყოველი დღის გათენებაა. არანორმალურად მიყვარს ეს ქალაქი. მე თბილისის გარეშე არ შემიძლია არსად ცხოვრება!" - ამომბს მომღერალი.