logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: დაიწყო! რუსეთს უკვე აქვს პოლიტიკური პრეტენზიები სომხეთთან
- +

5 აგვისტო. 2018. 13:32

 

დ ა ი წ ყ ო !!!

 

რუსეთს უკვე აქვს პოლიტიკური პრეტენზიები სომხეთთან.

 

არავითარი ორიგინალურობა. კლასიკაა ყოველივე!!!

 

არ „ჩაერია“ ე.წ. რევოლუციაში და გაგამარჯვებინა, რამეთუ მიიღო წინამორბედების, ანუ, მისიანების ხელშეუხებლობის პირობა (სიტყვა, გარანტია)...

 

აუუუ, როგორ ტყუპისცალივით გავს ეს შემთხვევა, ანუ, სომხეთის ახლანდელი ვითარება 2003 წლის საქართველოს, ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ მოვლენებს...

თანაც, არავითარი განსხვავება იმათ შორის, თუ ვინ და ვისთვის ითხოვს გარანტიებს...

მიუხედავად „კბილების წაკწაკისა“ შევარდნაძეს ბუზი ვერ აუფრინეს, თუმც „წაკბინეს“ (სიძე დაუჭირეს და...) ვერ გაუბედეს ამერიკელებს მოთხოვნის „გაბითურება“...

 

ასლან აბაშიძე ვერ დაიჭირეს, ივანოვმა თან „წაიყოლია“ ბათუმიდან, მაგრამ... სიცოცხლე გაუმწარეს მის ოჯახს, ნათესავებს, ახლობლებს, თანამებრძოლებს, მომხრეებს... ანუ, რუსეთისთვის მიცემული სიტყვა, რომ მოიქცეოდნენ სოლიდურად, არ შეასრულეს, არაფრად ჩააგდეს... და არა მარტო ამ შემთხვევაში. ამ „პუტინი ფეხებზე მკიდიას“ პოლიტიკამ მაშინ (მავანისთვის-დღემდეც) რა შედეგი მოიტანა (და მოაქვს), ქართველი ბავშვი ამას დაბადებიდან გრძნობს...

იგივე ხდება (ალბათ) ერევანშიც. სიტყვით ვიღაცეებს აბოლებენ, რეალურად კი...

კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით: მარიონეტები ერთი ინკუბატორიდან იჩეკებიან.

ჰოდა, მალე რუსულ-სომხური „ცირკის“ ახალი წარმოდგენის „ბილეთების ყიდვა“ მოგვიწევს.

 

ყველაზე ცუდ დღეში, მეჩვენება რომ ამხანაგი ლავროვია: როგორი მადლიერი თბილისელი აღმოჩნდა დავინახეთ. აი, როგორი „კალანტაროვი“ იქნება, ამის დანახვასაც მალე მოვესწრებით: სხვა გზა არც სეროჟას აქვს, არც ნიკოლს (ფრანგული პრონონსით) და არც ჩვენ.

 

მოიმარაგეთ „პოპკორნი“ და კომფორტულად მოკალათდით ისტორიის ტელეეკრანთან...

 

ტაში, კუკური!

 

 

 

https://www.mk.ru/politics/2018/07/31/u-rossii-poyavilis-pervye-politicheskie-pretenzii-k-armenii.html 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner