logo_geo
eng_logo
ავღანეთში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას NATO-ს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის 3 წევრი ემსხვერპლა
- +

5 აგვისტო. 2018. 14:30

 

ავღანეთის აღმოსავლეთში, ფარვანის პროვინციაში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად NATO-ს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის 3 წევრი დაიღუპა. აფეთქების შედეგად ასევე დაშავდა მისიის კიდევ ერთი ამერიკელი წევრი და ორი ავღანელი სამხედრო.

 

„5 აგვისტოს ავღანეთის აღმოსავლეთში ადგილობრივ შეიარაღებულ ძალებთან ერთად პატრულირების დროს თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის 3 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა“, - ნათქვამია მისიის ოფიციალური საიტის განცხადებაში.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner