ესპანეთის პოლიციამ ქართველი და სომეხი „კანონიერი ქურდები“ დააკავა. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მალაგასთან ახლოს მდებარე მარბელას რაიონში აიყვანეს. მათ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობაში ადანაშაულებენ.
ჟურნალისტების ცნობით, ერთ-ერთი დაპატიმრებული ქართველი, გავლენით რიგით მესამე „კანონიერ ქურდად“ ითვლება რუსეთში. კიდევ ერთი დაკავებული კი, ლიეტუვაში მცხოვრები სომხეთის მოქალაქეა.
გამოძიების მიხედვით, აყვანილი პირები დაპირისპირებული დაჯგუფების წევრების მკვლელობას გეგმავდნენ.
ამჟამად სამივე ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი რაოდენობით ფალისფიცირებული დოკუმენტები. მათ შორის არის პოლონური და უკრაინული ყალბი პასპორტები.
ესპანეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პირების დაკავება იმ სპეცოპერაციის გაგრძელებაა, რომლის ფარგლებშიც ივნისის ბოლოს 129 ადამიანი დააპატიმრეს. მათ შორის იყვნენ საქართველოს და სომხეთის მოქალაქეებიც.