logo_geo
eng_logo
ელისო ჩაფიძემ „ქართული ოცნებისგან“ კვლავ თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრის შეთავაზება მიიღო
- +

10 მაისი. 2016. 11:28


„ქართული ოცნების" წევრმა ელისო ჩაფიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სავარაუდოდ, თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება.



ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მითხრა, რომ თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ერთ-ერთი პირველი სწორედ ჩემი კანდიდატურა განიხილება და იმ შემთხვევაში, თუ მე უარს ვიტყვი, სხვა კანდიდატურის განხილვა დაიწყება. უარის თქმის არანაირი საფუძველი არ მაქვს. მე გავეცი დაპირებები, ძალიან ბევრი მათგანი უკვე შესრულებულია, მაგრამ მათი ნაწილი კვლავ შესასრულებელია", - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.



დეპუტატის თქმით, ტყიბულის მოსახლეობაც ფიქრობს, რომ ის კვლავ რაიონის წარმომადგენელი უნდა იყოს.



ელისო ჩაფიძე პარტია „ქართული ოცნების" დატოვების შესახებ არმაზ ახვლედიანის გადაწყვეტილებაში ტრაგიკულს ვერაფერს ხედავს.

დეპუტატი არ ეთანხმება ახვლედიანს, რომ „ქართულმა ოცნებამ" 2012 წლის დაპირებები არ შეასრულა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner