ინდონეზიის კუნძულ ლომბოკზე, რომელიც ბალიდან აღმოსავლეთით მდებარეობს, 6,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ბოლოს გავრცელებული მონაცემების მიხედვით, მიწისძვრის ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეზეა. არ არსებობს ცუნამის საშიშროება.
ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება დაღუპულების, დაშავებულების, ან რაიმე სახის ნგრევის შესახებ.