ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე იან ჰამაჩეკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველომ ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებული ყველა კრიტერიუმი შეასრულა, ახლა ჯერი მათზეა.
„ახლა ევროპამაც უნდა შეასრულოს პირობა, ევროპა კი პირობას ყოველთვის ასრულებს", - აცხადებს ჰამაჩეკი.
მისი თქმით, ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესს.