logo_geo
eng_logo
სესილია თაყაიშვილმა ვასო გოძიაშვილის სიყვარული სიცოცხლის ბოლომდე შეინახა!
- +

10 მაისი. 2016. 11:01


სცენაზე შეხვედრამდე მათ განსხვავებული ცხოვრება ჰქონდათ. ერთმანეთს თეატრში შეხვდნენ. დაქორწინებამდე, ცოლ-ქმრის როლი სცენაზე შეასრულეს - გორგო ფულდის „ვირის ჩრდილში".


ორი ბუმბერაზი არტისტი, რომელთა სახელები ქართული თეატრისა და კინოს ისტორიაში ოქროს ასოებითაა ამოქარგული, ერთმანეთს პირველად აკაკი ფაღავას დრამატულ თეატრში შეხვდნენ. შემდგომში მათი ურთიერთობა რუსთაველის თეატრში გაგრძელდა.


სესილია თაყაიშვილმა და ვასო გოძიაშვილმა ოჯახი მალევე შექმნეს და ბიჭის მშობლებიც გახდნენ. 


მიუხედავად იმისა, რომ სესილია ძალიან უყვარდა, სიმპათიური ვასო ლამაზი ქალების მოტრფიალე და გამოუსწორებელი მექალთანე აღმოჩნდა. ერთგული ბუნების ქალმა ღალატის პატიება ვერ შეძლო, რაც ექვსწლიანი თანაცხოვრების შემდეგ განქორწინების მიზეზი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ სესილიას პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარდა, სიამაყით აღნიშნავდა ხოლმე: „მეორე სართულიდან გადმოვუყარე ჩემოდნებიო". წლების შემდეგ ვასო გოძიაშვილი ამ ფაქტს შვილიშვილებთან ღიმილით იხსენებდა: „ქალებში ვინ არ წასულა, ჩემი რომ გაუკვირდა? კინაღამ არ მამკლა, კაცო, ძლივს გამოვასწარი!" 


განქორწინების შემდეგ, ვასო გოძიაშვილი კიდევ რამდენიმეჯერ იყო დაქორწინებული. მისი ბოლო მეუღლე ევგენია ააბეკოვა გახლდათ.


სესილიამ ვასოს სიყვარული სიცოცხლის ბოლომდე შეინახა. აღარ გათხოვილა და ერთადერთი შვილი მარტომ აღზარდა. მსახიობის პატიოსნებაზე, ზნეობრივ სისპეტაკესა და გულწრფელობაზე თბილისში ლეგენდები დადიოდა. 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner