logo_geo
eng_logo
თამაზი მეჭიაური: მეგონა, არმაზ ახვლედიანს უკვე დატოვებული ჰქონდა პარტია
- +

10 მაისი. 2016. 11:53


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაურ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე არმაზ ახვლედიანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც პარტია „ქართული ოცნება" დატოვა.


თამაზ მეჭიაურმა არმაზ ახვლედიანის განცხადებაზე - „ქართულმა ოცნებამ" დაპირებები ვერ შეასრულაო, აღნიშნა, რომ ზოგი დაპირება შესრულდა, თუმცა ნაწილი ვერ შესრულდა და ალბათ ასეც უნდა მომხდარიყო, ვინაიდან ყოველთვის ყველაფრის შესრულება შეუძლებელია.


რაც შეეხება არმაზ ახვლედიანს, მეგონა, მას უკვე დატოვებული ჰქონდა პარტია, ვინაიდან ის ადრევე საუბრობდა ნიანგებზე, ბებერ მგლებზე და . . მეგონა, მაშინვე დატოვა პარტია. ალბათ პარტიის დატოვებას სხვა ადამიანებიც განაგრძობენ, ვინაიდანქართული ოცნება" ძალიან დიდი პარტიაა და იქ პროცესები ყოველთვის დინამიურად ვითარდება. ყველა ვერ იღებს იმას, რაც სურს, ზოგიერთს მეტი ამბიცია აქვს, ზოგს ნაკლები შესაძლებლობა და მეტი ამბიცია. ვისაც ჰგონია, რომ იმას ვერ იღებს, რაც სურს, პარტიას ტოვებს. შეიძლება ვიღაც გაერიდოს ამა თუ იმ პარტიას და სხვაგან გააგრძელოს მოღვაწეობა", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner