logo_geo
eng_logo
ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 91-მდე გაიზარდა
- +

6 აგვისტო. 2018. 11:14

 

ინდონეზიაში, კუნძულ ლომბოკზე გუშინ მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 91-მდე გაიზარდა.

 

სტიქიური უბედურებების ეროვნული სააგენტოს ოფიციალური წარმომადგენლის სუტოპო ნუგროჰოს განცხადებით, მიწისძვრამ კუნძულს „მასიური“ ზარალი მიაყენა. სტიქიის შედეგად ათასობით სახლი განადგურდა. განხორციელდა რამდენიმე ათასი ადამიანის ევაკუაცია.

 

ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ მთავრობას, პოლიციას და სამხედროებს სამაშველო ოპერაციის დაჩქარება დაავალა.

 

ინდონეზიაში, კუნძულ ლომბოკზე 7.0 მაგნიტუდის მიწისძვრამ დაანგრია სახლები, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება მეზობლად მდებარე ბალიზეც კი შეფერხდა.

 

მიწისძვრის ბიძგები დედამიწის ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

 

მიწისძვრიდან მალევე, ხელისუფლებამ მოსახლეობა ცუნამის საშიშროების შესახებ გააფრთხილა, თუმცა მოგვიანებით ეს განგაში გაუქმდა.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner