თურმე ეს ადამიანი (ვახტანგ მეგრელიშვილი) აცხადებს, ბავშვობიდან მარიხუანას ვეწევი, აბა, კარგად დამაკვირდით, რამე მეტყობაო? არა, ვერ გეტყვით, რომ რამე ეტყობა ამქვეყნიურობისა, მყრალ ბალახს ისე გაუთელავს მისი სახე, ყინულზე წაქცეულ სახედარს დამსგავსებია. სამწუხაროდ, ამნაირი სახედარი ბევრი დაბანცალობს საქართველოში, მაგრამ მეგრელიშვილის შემთხვევა უფრო ტრაგიკულია ჩვენთვის - თურმე ეს „გირჩისთავი“ ადრე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეც კი ყოფილა. მეტიც, დღეს ერთ-ერთ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობსო, სტუდენტებთან აქვს ურთიერთობაო, მომავალ თაობას გვიზრდისო... ვაი, ამის გაზრდილებს და ვუი - იმ უნივერსიტეტს, სადაც ეს სახედარი მოღვაწეობს.
ქიმიკოსი ხათუნა კობერიძე ასეთ სტატუსს აქვეყნებს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე:
„ვაი და ვუი... წლების განმავლობაში პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის მთავარი სპეციალისტი იყო. ასე რვა წლის წინ, ახლად გახსნილ „ნიუტონის სკოლაში“ გავიარე გასაუბრება ქიმიის მასწავლებლის ვაკანსიაზე. კომისიის წევრი გახლდათ ეს ვაჟბატონი (ამ სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია), წინ ედო ნოუთბუქი, შიგნით იხედებოდა და ეკრანს ამოფარებული შეკითხვებს მაძლევდა. შენიშვნა მივეცი, ეკრანი გაწიეთ, ნორმალურად შემომხედეთ და შეკითხვები ისე დამისვით-მეთქი. სკოლის დირექტორს, გიორგი მელაძეს ჩაეღიმა (ის ნამდვილად ზრდილობიანი კაცია), მერე ორიგინალობა მოინდომა და გადამეკიდა - დედაპლატა ქიმიას დაუკავშირეთო. კი გავიფიქრე გულში, ეს ნაღდად კაიფშია-თქო... არ შევმცდარვარ.
P.S. მეგობარს დავესესხები, ელენე თევდორაძემ დაგვიტოვა არაჩვეულებრივი ტერმინი - „გამოკვლევებულები“.
აბა, ამის შემდეგ კიდევ რა გითხრათ, რით გაგახაროთ? ეს სახედარი დღეს ე.წ. პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" წევრიცაა. ამ "გირჩმა" შარშან ასევე შექმნა რელიგიური სექტა "ბიბლიური თავისუფლება", რომელიც სინამდვილეში გახლავთ დეზერტირების თავშესაფარი. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 5900 წვევამდელიდან 4400-მა სამხედრო სამსახურს თავი "გირჩის" მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე აარიდა და თქვენ წარმოიდგინეთ, მთავრობა ამაზე დაყაბულდა!
როგორც ხედავთ, ეს ქვეყანა ნარკომანებისა და დეზერტირებისა გახლავთ, ისინი მართავენ არაერთ სტრუქტურას და... თუ მოეპრიანებათ, არც ჯარში წავლენ და როცა (სადაც) უნდათ, ბალახსაც მოწევენ. წესით, ამ სახედრებს სახელმწიფომ ადგილი უნდა მიუჩინოს, ანუ ახალგაზრდებთან კონტაქტი აუკრძალოს, მაგრამ ჯერჯერობით პირიქით ხდება!
გელა ზედელაშვილი