ყაზბეგში მაშველებმა საუდის არაბეთის მოქალაქე გადაარჩინეს. ტურისტს გველეთის ჩანჩქერთან ახლოს, ბილიკზე ფეხი დაუცურდა და დაგორდა, შედეგად თავისა და ზედა კიდურების დაზიანება მიიღო.
მაშველებმა დაშავებულს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში გადაიყვანეს.