logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: არმაზ ახვლედიანის მარგი ქმედების კოეფიციენტი იყო დაბალი
- +

10 მაისი. 2016. 11:54


საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი არმაზ ახვლედიანის მიერ „ქართული ოცნების" დატოვების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.



თუ რამე არ მიყვარს, ეს არის პიროვნებებზე ლაპარაკი. არმაზს ჩემს მიმართ უარყოფით კონტექსტში არაფერი უთქვამს. ცხოვრება გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ჩემი ფილოსოფია ან არმაზ ახვლედიანია. მას პარტიულ საქმიანობაში არც აქტიური და არც პასიური მონაწილეობა არ მიუღია. არ გავრიცხეთ, რადგან ეს მის დადებით მხარეს არ შეეფერბოდა და შევუჩერეთ პოლიტსაჭოს წევრობა. პროცესებში არ მონაწილეობდა - მარგი ქმედების კოეფიციენტი მისი მხრიდან იყო დაბალი. ასევე განცხადებები, რომელსაც აკეთებდა, გვიქმნიდა გარკვეულ პრობლემებს და არაეთიკური იყო კოლეგების მიმართ", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner