logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: კარგი იქნება, თუ თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობებს დატოვებენ!
- +

10 მაისი. 2016. 11:54


კარგი იქნება, თუ თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობებს დატოვებენ", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური აცხადებს.


მისი თქმით, თუკი ყველა „რესპუბლიკელი" დატოვებს თანამდებობას, თვითონაც მზად არის, წავიდეს „ქართული ოცნებიდან".


„თუ გადადგებიან „რესპუბლიკელების" თანამდებობის პირები, რომლებმაც „ოცნების" ხარჯზე მიიღეს ეს თანამდებობები, მზად ვარ, მეც დავტოვო ჩემი თანამდებობა და თუ საჭიროა, პარტიაც",- განაცხადა მეჭიაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner