„კარგი იქნება, თუ თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობებს დატოვებენ", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური აცხადებს.
მისი თქმით, თუკი ყველა „რესპუბლიკელი" დატოვებს თანამდებობას, თვითონაც მზად არის, წავიდეს „ქართული ოცნებიდან".
„თუ გადადგებიან „რესპუბლიკელების" თანამდებობის პირები, რომლებმაც „ოცნების" ხარჯზე მიიღეს ეს თანამდებობები, მზად ვარ, მეც დავტოვო ჩემი თანამდებობა და თუ საჭიროა, პარტიაც",- განაცხადა მეჭიაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.