მსახიობი ზურა ყიფშიძე გაზეთ „ალიასთან" ინტერვიუში გულწრფელად საუბრობს ცხოვრების ბედნიერ წუთებზე და რთულ პერიოდებზე.
„ბედი და ყისმათი ყოველთვის არ გვანებივრებს ადამიანებს, ბედნიერი წუთები კი ხშირად მაქვს, როდესაც საინტერესო სამუშაოს ვკიდებ ხელს, როდესაც გვერდით მეგობრები და თანამოაზრეები მეგულება. თუმცა, იყო პერიოდი, როცა მხოლოდ ჩემთვის კი არა, ყველა მსახიობისთვის ისე ჩაიარა, ცოცხლები რომ ვართ, მადლობელი უნდა ვიყოთ. რისი გაკეთებაც შევძელი, ამისათვის მადლობელი ვარ ბედისწერის. არ მიმაჩნია, რომ მსახიობმა ბევრი რამ უნდა გააკეთოს, არ არის საჭირო, შექსპირის ყველა როლი შეასრულო, არ შეიძლება, ერთ დღეს ჰამლეტი იყო, მეორე დღეს მაკბეტი და მესამე დღეს - რომეო. როგორ უნდა იყო განსხვავებული, თუ შენს საქმეს გულწრფელად აკეთებ, ჩემთვის გაუგებარია", - ამბობს მსახიობი.