10 წლის თავზე კიდევ ერთხელ ვწერ ამას...
2008 წლის აგვისტოში ჩემმა მეგობარმა შემომთავაზა ჟენევაში EBU-სთვის მემუშავა პეკინის ოლიმპიადის დროს გამშვებ რედაქტორად, 4 აგვისტოს მოვაწერეთ კონტრქტს ხელი და 5 ში უკვე ჟენევაში ვიყავი, მოვალეობის შესრულებას შევუდექი 6 აგვისტოს ანუ ყველა "პერეგონი" რაც კი მსოფლიოს მასშტაბით EBU-ს არხეებით მოდიოდა ჩემთან იყრიდა თავს და მე მიწევდა გადანაწილება 6 აგვისტოს დილით ორი "ვიდეო ნიუსი" მივიღე "ასოშეიტედ პერესის" თბილისის ბიუროდან და "რეიტერის" თბილისის ბიუროდან ორივე ცხინვალიდან ქართული სოფლების ინტენსიურ დაბომბვას ეხებოდა, იყო ინტევიუები დაზარალებულებთან, თემურ იაკობაშვილთან და ვიღაც რუს ოფიცერთან (კულახმეტოვ არ იყო) ... რომელიც ამბობდა რომ, ქართულ პროვოკაციას ოსები ადეკვატურად პასუხობდნენ თუმცა არც ერთ სააგენტოს მიერ მოწოდებულ ვიდეოში არ ჩანდა ოსური დაბომბილი სოფლები და ქართველების მიერ რაიმე სახის დაბომბვაზე არც ერთი საგენტო არც ქარტული და არც უცხოური არ წერდა, (რუსული იცოცხლეე) ამის შემდგ ზუსტად ნახევარ საათში მოვიდა RTR NEWS-ის ვიდეოსიგნალი იმის შესახებ თუ როგორ გაყავთ ცხინვალიდან და ცხინვალის შემოგარენიდან მოსახლება ავტობუსებით რუს მშვიდობისმყოფელებს რადგანაც რეგიონში მდგომარეობა იძაბებაო... საღამოს 6 აგვისტოს ისევ მოვიდა სააგენტო "რეიტერის" სიგნალი დაბომბილ ქართულ სოფლებზე და თემურ იაკობაშვილის კომენტარი რომ, რუსები ეხმარებიან ოსებს და მიდის ინტენსიური დაბომბვები და რომ, ქართული მხარე ყველაფერს აკეთებს სიტუაციის დასარეგულირებლად...7 აგვისტოს დილით ისევ რუსული RTR News- გვაძლევს სიგნალს იმის შესახებ რომ, როქის გვირაბთან არის რუსული სამხედრო კოლონა რომელიც ცხინვალში დაძაბულობის მომატების გამო უნდა შევიდეს სამხრეთ ოსეთში.. სხვათაშორის ამ ვიდეოს RTR-ის ჟურნალისტის სტენდაფიც (ანუ პირდაპირი ჩართვის იმიტაცია) მოყვებოდა თუ როგორ დაძაბულია ცხინვალში მდგომარეობა და როგორ იბომბება ქართველბის მხრიდან ოსური სოფლები... ვიღებ ტელეფონს და ვრეკავ "რეიტიერის" თბილისის ბიუროში და პატარა დათოს ვეკითხები რა ხდება?.. პასუხი ასეთია -"ჩხიკვი (რეიტერის ოპერატორი დათო ჩხიკვიშვილი) წასულია ცხინვალში და რაის ოსური სოფლების დაბომბვა პირიქით აქეთ ადუღებენ ყველაფერსო...მეთქი RTR-ი გადმოცემს და გაარკვიე რა ყველაფერი მეთქი.. ოკეიო მითხრა, თუმცა ზუსტად ნახევარ საათში ამისთვის აღარავის აღარ ეცალა რადგან პეკინიდან დაიწყო ოლიმპიდის გახსნის ცერემონია და აბა აიქ საგიჟეთი დადტიალდა სერიოზული... აი დასრულდა თუ არა ოლიმპიადის გახსნა და მოვრჩით თუ არა პირდაპირ ჩართვებს პეკინიდან, საპულტო ეკრანზე ამომივარდა ისევ თბილისის "რეიტერის" break news რომელსავ "ასოშეიტედ პრესის" სიგნალიც მოყვა ცხინვალში საბრძოლო მოქმედებების დაწყებაზე..სამწუხაროდ სააგენტოებს ჰქონდათ მხოლოდ რუსთავი 2-ის ლოგოიანი ის ცნობილი კადრები... ხოლო წერილობით "სკრიპტებში" კი ეწერა რომ, საქართველოს საჯარისო ნაწილებმა საპასუხო ცეცხხლი გახსნეს მას შემდეგ რაც ოსურმა დანაყოფებმა რუსეული საჯარისო ფორმირებების დახმარებით დაარღვიეს სამშვიდობო ხელშეკრულება და ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს ქართულ მხარეს... აი ასე დაიწყო 2008 წლის 8 აგვისტოს (ევროპაში ჯერ კიდევ 7 აგვისტოს) ყველაფერი... ყველა კადრმა, ყველა კომენტარმა და ყველა პირდაპიემა ჩართვამ რაც იმ დღეებში ცხინვალში ხდებოდა ჩემს ხელში გაიარა, ყევლა სიუჟეტი და რეპორტაჟი ჩემი რეაქტირებით გავიდა მსოფლიოს ყველა დიდ და პატარა ტელეკომპანიაში.. ამიტომ ჩემზე უკეთ არავინ არ იცი რა და როგორ მოხდა... ჩემთვის ომი რუსეთმა დაიწყო .. წერტილი
გიორგი ფოფხაძე