logo_geo
eng_logo
შსს-მ სამეგრელოში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
- +

7 აგვისტო. 2018. 10:24

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1963 წელს დაბადებული რ. ჯ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, ღამით, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯუმში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა 1978 წელს დაბადებულ შ. დ.-ს. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

 

სამართალდამცველებმა რ. ჯ. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

 

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner