logo_geo
eng_logo
თბილისის საკრებულოსა და დიასპორის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
- +

10 მაისი. 2016. 12:31


თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისი" პოპულარიზაციის მიზნით, დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოსა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ მოაწერეს.


მემორანდუმის მიზანი ქართულ დიასპორაში ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისი" პოპულარიზაცია, ასევე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეების მოტივირება და აღნიშნული გზით დედაქალაქის კულტურულ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური ჩართვაა. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მხარეები საინფორმაციო კამპანიებში მიიღებენ მონაწილეობას, რითაც კონკურსის პოპულარიზაციას მაქსიმალურად უზრუნველყოფენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner