საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მზად არის, „რესპუბლიკელი" მინისტრების თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევაში, თუ საჭირო იქნება, თანამდებობა და პარტია დატოვოს.
დეპუტატმა დავით და ლევან ბერძენიშვილების განცხადებებსაც უპასუხა. მისი თქმით, „რესპუბლიკელებს" კვლავ „ქართული ოცნების" სატელიტი პარტია ჰგონიათ თავი და მის ავტორიტეტს აყენებენ დარტყმას.
„თუ ეს ხელისუფლება გაიზიარებს ამ ორი მკვდარი პოლიტიკოსის აზრს და გაემიჯნება იმ ძალებს, რომლებსაც უფრო მეტად აქვს ხალხთან შეხება და დაიტოვებენ ისეთ მარგინალებს, როგორიც ესენი არიან, მაშინ თავის თავს გაუკეთებენ დისკრეტიდაციას", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
მისი თქმით, თუ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაათავისუფლებს თინა ხიდაშელსა და პაატა ზაქარეიშვილს თანამდებობებიდან, მაშინ პრემიერს არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება აღარ მოუწევს და თავად წავა პარტიიდან.