logo_geo
eng_logo
„ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით, ჭიათურაში ქუჩების მორეცხვის სამუშაოები დაიწყო
- +

7 აგვისტო. 2018. 16:14

 

„ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით და ორგანიზებით, ჭიათურაში ქუჩების მორეცხვის სამუშაოები დაიწყო. კომპანიამ ქალაქის ათეულობით ქუჩის მოსარწყავად, სპეციალური ტექნიკა გამოყო. სამუშაოები დღეში ორჯერ – დილის და საღამოს საათებში მიმდინარეობს.

 

„ეს ჩვენთვის სოციალური პროექტია. გვინდა, ქალაქის დასუფთავების საქმეში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ვფიქრობთ, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, მსგავსი სამუშაოები ჭიათურისთვის უმნიშვნელოვანესია. გვიხარია, რომ ქალაქის მოსახლეობა ჩვენს ინიციატივას პოზიტიურად შეხვდა. ამასთან, დღეს ჭიათურაში უამრავი ტურისტი ჩადის და მნიშვნელოვანია, ტურისტულ სეზონს ქალაქი დასუფთავებული შეხვდეს“, – განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

 

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ სამუშაოებისთვის ქუჩების მოსარეცხი 2 ავტომანქანა გამოყო. „ჯორჯიან მანგანეზის“ ორგანიზებით, ჭიათურაში დღეს ინტენსიურად ირეცხება მემორიალის დასახლების ტერიტორია, ასევე, ქალაქის ცენტრალური ნაწილი, ჭავჭავაძის, ნინოშვილის, ცხოვრებაძის, თხელიძის და სხვა ქუჩები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner