ბოლონიის აეროპორტის სიახლოვეს მომხდარი აფეთქებისას დაშავებულთა რიცხვი 145-მდე გაიზარდა.
ოთხი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. დაღუპულია ორი პირი. მათ შორის საწვავით სავსე სატვირთო ავტომობილის მძღოლიც.
შეგახსენებთ, გუშინ, ავარიის შედეგად სატვირთო მანქანა აფეთქდა. ცეცხლი სხვა ავტომობილებზეც გავრცელდა, ხიდი კი, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, აფეთქების ტალღის გამო ნაწილობრივ ჩაინგრა.