ავტორი ალა გრიგალაშვილი
ფრაქცია „ქართული ოცნების" ლიდერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, დღეს NATO-ს წევრობაზე მოთხოვნა აჩენს მოლოდინებს და ამით სკეპტიკოსების ჯგუფს სალაპარაკოს უჩენს. მისი აზრით, ალიანსის წევრობაზე ნიჰილიზმის გაჩენის თავის არიდების მიზნით, „დღეს და ამ წუთში" NATO-ში გაწევრიანებაზე საუბარი დამაზიანებელია.
„მუშაობაა საჭირო და თუ სწორად ვიმუშავებთ, მიზანი მიღწევადია. „დღეს და ამ წუთში" მოთხოვნები, როგორც NATO-დან გვეუბნებიან, არის დამაზიანებელი, ვინაიდან სკეპტიციზმს წარმოშობს. „დღეს და ამ წუთში" არ მოხდება არაფერი, საჭიროა მუშაობა, მოლაპარაკებები და უსაფრთხოების უზრუნველყოფა", - განაცხადა ვოლსკიმ „რეპორტიორის" პრესკლუბში.