logo_geo
eng_logo
Silk Factory Studio- ში დინა ოგანოვასა და სალომე ბენიძის ფოტოწიგნის პრეზენტაცია გაიმართა
- +

7 აგვისტო. 2018. 20:24

 

Silk Factory Studio- ში დინა ოგანოვასა და სალომე ბენიძის ფოტოწიგნის, sHEROes პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა გაიმართა. პროექტის მთავარი გმირები განსხვავებული წარსულის, ასაკის, პროფესიისა და გამოცდილების მქონე ქალები არიან, რომელთა ცხოვრებაც ომმა სამუდამოდ შეცვალა.

 

ქალები, რომლებიც იბრძოდნენ, ომის დღეებში ცეცხლის ალში გახვეული სოფლები არ დაუტოვებიათ და უკან არ დაუხევიათ, რომლებმაც არაერთი სიცოცხლე გადაარჩინეს მაგრამ ყველაზე ძვირფასი ადამიანები – შვილები, მეუღლეები, მშობლები, დები და ძმები დაკარგეს.თუმცა, მიუხედავად გადატანილი ტრაგედიისა, შეძლეს, ცხოვრება თავიდან დაეწყოთ, ნანგრევებზე ახალი სახლები აეშენებინათ და სხვებსაც დახმარებოდნენ.

 

sHEROes სწორედ ასეთი ქალების – რუსეთ-საქართველოს ომის კულისებში დარჩენილი გმირების ამბავია, ეს არის წიგნი ომისა და მშვიდობის, სიყვარულისა და ერთგულების, სიკვდილისა და აღდგომის შესახებ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner