logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: არ ვეთანხმები თამაზ მეჭიაურს და არამარტო თამაზ მეჭიაურს...
- +

10 მაისი. 2016. 13:23


„არ ვეთანხმები თამაზ მეჭიაურს და არამარტო თამაზ მეჭიაურს", - ამის შესახებ გიორგი ვოლსკიმ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებაზე საუბრისას „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ფრაქცია „ქართული ოცნების" ლიდერი NATO-სთან და NATO-საქართველოს ერთობლივ წვრთნებთან დაკავშირებით მეჭიაურის განცხადებებს არ ეთანხმება.



ძალიან ბევრ კომენტარს ვაკეთებთ კოლეგების განცხადებებთან დაკავშირებით, რომ თითქოს უმრავლესობის წევრები ფიქრობენ ასე. მე არ ვეთანხმები თამაზ მეჭიაურს და არამარტო თამაზ მეჭიაურს, ბევრი ადამიანია, ვინც ასე ფიქრობს და გამოჩნდა კიდეც მხარდამჭერები. ქართულ ჯარს სჭირდება მომზადება, ქართულ ჯარს სჭირდება ტრენერები, მასწავლებლები, რომლებიც გაცილებით უფრო მეტ გამოცდილებას ფლობენ, ტექნიკა სჭირდებათ, რომელზეც უნდა ისწავლონ და უნდა გადაეწყონ ახალ სტანდარტებზე. ჩვეულებრივი სწავლება მიმდინარეობს და ეს არანაირად არ ემუქრება არც მეზობლებს და არც კავკასიაში უსაფრთხოების თემას. მეორე მოსაზრება არის, რომ არ გვიღებენ NATO-ში და რა გვინდა NATO-ში. ეს ნიჰილიზმის გამჩენი მიმართულებაა და არ არის სწორი. თუკი NATO- წევრი ქვეყნები გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ ახლა არ არის ამის დრო  და ვითარება ამის საშუალებას არ გვაძლევს, ეს ეფუძნება სერიოზულ პოლიტიკურ გაანგარიშებებს უსაფრთხოების თემაზე. ურთიერთობა ჩვენსა და NATO-ს შორის ინტენსიურად და ხარისხიანად მიმდინარეობს", - განაცხადა ვოლსკიმ.



მისივე თქმით, წევრობასთან დაკავშირებით არანაირი სკეპტიციზმი არ არსებობს.



თუმცა, გარკვეული ადამიანები ცდილობენ, მიაწოდონ საზოგადოებას თავისი განწყობები და თავი მოაწონონ, თუმცა სინამდვილეში ცუდ შედეგს ვიღებთ. საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ნიჰილიზმი ჩნდება, რომ კომპეტენტურმა ადამიანმა თქვა, რომ ხვალ გვიღებენ, მაპ- გვაძლევენ და ფილმებშიც კი გახდა იუმორისტული მხარე. ასეთი ადამიანები განსაკუთრებით ნაციონალურ მოძრაობაში" ბევრია, რომლებიც მთავრობას აბრალებენ, რომ ჩვენ ნაკლებად აქტიურები ვართ და აქედან გამომდინარეობს NATO- განცხადებები, რომ ახლა მომენტი არ არის და უნდა ვიმუშაოთ ერთად და აქტიურად. ეს ჯგუფი კვებავს მეორე ჯგუფს, რომელიც ამბობს - აი, ხომ ხედავთ, არ გვიღებენ! გეგონება, პატარა საქართველოს რეალურად იმხელა რესურსი გააჩნია, რომ განახორციელოს მთელი რიგი ამოცანები, რაც ქვეყნის წინაშეა. ჩვენთვის NATO და ევროკავშირი მნიშვნელოვანია არა პოლიტიკური კეკლუცობისთვის, არამედ ქვეყნის უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის", -განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner