logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: პოლიტიკა არ არის ჭუჭყიანი, ის შეიძლება ჭუჭყიანმა ადამიანებმა გააჭუჭყიანონ
- +

10 მაისი. 2016. 13:41


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირველ საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პოლიტიკა არ არის ჭუჭყიანი, ის შეიძლება ჭუჭყიანმა ადამიანებმა გააჭუჭყიანონ.

 

 

მან ასევე არჩევნებში მონაწილეობის აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „თუ არ იღებ არჩევნებში მონაწილეობას, ამით ხმას აძლევ ყველაზე შავბნელ ძალას, რომელიც შენ არაფერს გეკითხება".



დღეს ერთ-ერთი მთავარი, რასაც უნდა მივაღწიოთ, არის ის, რომ რაც არ უნდა არ მოგვწონდეს პოლიტიკოსი, ის უნდა ვამუშაოთ ჩვენს სამსახურში. უნდა მოვითხოვოთ მომავალ პოლიტიკოსთან შეხვედრები და დეტალურად გავიაროთ, რას აპირებენ. ის იმ წუთში ვალშია თქვენთან და უნდა გითხრას სიმართლე, რადგან ვერ მიიღებს თქვენ ხმას. არჩევნებში ხმის არმიცემით თქვენ პოლიტიკოსებს არ სჯით, თქვენ სჯით საკუთარ თავს და მომავალს",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.



პრეზიდენტი მოსწავლეებს ევროპის დღეების ფარგლებში შეხვდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner