logo_geo
eng_logo
დიმიტრი ლორთქიფანიძე: თამაზ მეჭიაურის განცხადება თავისი პათოსით არის ძალიან სწორი!
- +

10 მაისი. 2016. 13:48


„თამაზ მეჭიაურის განცხადება თავისი პათოსით არის ძალიან სწორი", - ამის შესახებ დიმიტრი ლორთქიფანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბშიგამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

მისი თქმით, უნდა შეიქმნას შესაძლებლობა, რომ საქართველო არ საჭიროებდეს არც NATO-ს და არც რუსულ ჯარებს ქვეყნის ტერიტორიაზე.

 

 

„თავდაცვის დღევანდელი მინისტრი, ისევე როგორც მისი წინამორბედები, დამატებით საფრთხეებს უქნიან ქვეყანას. ერთი რუსეთს ფეკალიებით ემუქრებოდა, მეორე - რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგებით, ხოლო მესამე MAP-ზე უკეთესის ვერმიღების შემდეგ თვლიდა, რომ NATO-ს საწვრთნელი ცენტრი - ეს არის ყველაზე პროგრესული ნაბიჯი, რაც ამ წლების განმავლობაში დასავლეთთან მიმართებაში გადაიდგა. რატომღაც ეს ყოველივე ხორციელდება თავდაცვის მინისტრების უკმეხი და საომარი რიტორიკის ფონზე. ვიღაც ამით იღებს პოლიტიკურ დივიდენდს, აბარებს პოლიტიკურ პატაკს დასავლელ პარტნიორებს - აი, ჩვენ გვყოფნის კადნიერება, რუსეთს თითი ვუქნიოთო.

 

 

სინამდვილეში, ეს არის სამარცხვინო აქტი, რადგან ამით არ ხდება ინტერესთა დაახლოება ჩვენი და რუსეთის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკური ფასი განისაზღვროს, არამედ ჩვენ უფრო და უფრო ვცილდებით ამ შესაძლებლობას", - განაცხადა ლორთქიფანიძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner