logo_geo
eng_logo
ბათუმის ''დინამო'' ქვიშის ფეხბურთში კვლავ ჩემპიონია
- +

8 აგვისტო. 2018. 00:29

 

ქვიშის ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატი კვლავ ბათუმის „დინამოს“ გამარჯვებით დასრულდა, რომელიც ბოლო ოთხ სეზონში პირველობას არავის უთმობს.

 

ჩემპიონატში 8 გუნდი მონაწილეობდა, მაგრამ, ჩემპიონატს ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, გათამაშებას წესების დარღვევისა და დაუმორჩილებლობის გამო გათამაშებას ნახევარფინალებამდე სენაკის „ქუჯი“ გამოეთიშა.

 

საბოლოოდ, ჩემპიონობისთვის 7 გუნდი იბრძოდა – ბათუმის ბსუ, „თელავი“, ბათუმის საზღვაო აკადემია, ფოთის „კოლხეთი“, ქუთაისის „მართვე“, ბათუმის „დინამო“ და „თბილისი“. საპრიზო სამეული კი ბათუმელებმა დაიკავეს.

 

ზედიზედ მეოთხედ ოქროს მედლების მფლობელი ბათუმის „დინამო“ გახდა, მეორე ადგილი ბსუ-მ დაიკავა, ხოლო მესამე – საზღვაო აკადემიამ. 2019 წელს, პორტუგალიის ქალაქ ნაზარეში, ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაზე ორი ქართული გუნდი გაემგზავრება – ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი.

 

საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ასოციაციის ცნობით, საუკეთესო ფეხბურთელები საქართველოს ნაკრებში ითამაშებენ, რომელსაც ბრაზილიელი მწვრთნელი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ბეტინიო არუჟინიო გაწვრთნის. საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ნაკრები 22 აგვისტოს გერმანიის ქალაქ ვარნემიუნდეში გაემგზავრება, სადაც ევროპის ჩემპიონატი გაიმართება.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner