logo_geo
eng_logo
„ჩიხურა“ და „სიონი“ ფრეს დასჯერდნენ
- +

10 მაისი. 2016. 13:57


საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 28-ე ტურის მატჩში საჩხერის „ჩიხურამ" საკუთარ მოედანზე ბოლნისის „სიონი" მიიღო. ეს გუნდები ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის დარჩენილი საგზურისთვის იბრძვიან და სწორედ ამიტომ, მათი შერკინება ცენტრალურ შეხვედრად მიიჩნეოდა.


მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ, სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა ორივე გუნდის კარში თითო გატანილი გოლი იხილა - 1:1. შედეგად, „ჩიხურამ" მე-4 ადგილი შეინარჩუნა, „სიონი" კი კვლავ ოთხი ქულით ჩამორჩება საჩხერლებს.


გათამაშების დასრულებამდე 2 ტური რჩება, „ჩიხურა" გასვლით მატჩში „შუქურას" დაუპირისპირდება, სახლში კი „საპოვნელას" მიიღებს, ბოლნისელები კი მომდევნო ტურში თბილისის „დინამოს" უმასპინძლებენ, ბოლო ტურში კი „სამტრედიას" ეწვევიან. ასე რომ, ნაკლებად სავარაუდოა, სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში რაიმე შეიცვალოს. „სიონს" კი ისღა დარჩენია, დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში თბილისის „დინამო" დაამარცხოს და ასე მოიპოვოს ევროპა ლიგის საგზური.


ჩიხურა - სიონი 1:1 


გოლები: თორნიკე მუმლაძე (38'), გიორგი ვასაძე (53');


გაფრთხილება: კახაბერ კაკაშვილი (44'), გიორგი რეხვიაშვილი (58'),  გიული მანჯგალაძე (71'), გიორგი ვასაძე (84'), გიორგი გაფრინდაშვილი (90');


მთავარი არბიტრი: ა. ბასლეჰლო;


დისკვალიფიკაცია: დენის დობროვოლსკი („ჩიხურა"), ლუის ალბერტო („სიონი")



 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner