logo_geo
eng_logo
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ФСБ-ს სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს
- +

8 აგვისტო. 2018. 10:13

 

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ФСБ-ს სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა, 4 აგვისტოს, გულრიფშის რაიონის სოფელ საკენთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ФСБ-ს სასაზღვრო სამსახურის სამმართველო იუწყება.

 

„ქართულ-აფხაზური საზღვრის გადაკვეთისთვის საჭირო დოკუმენტების არ მქონე პირი, სასაზღვრო კანონმდებლობის დარღვევით, საქართველოდან აფხაზეთში გამშვები პუნქტების გვერდის ავლით მიემართებოდა. მას თან ჰქონდა საკვები, დანა, ფარანი და ფული“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაკავებულ პირს მანამდე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელი აქვს მოხდილი.

 

შემდგომი პროცესუალური ქმედებებისთვის საქართველოს მოქალაქე ოკუპირებული აფხაზეთის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner