დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი არმაზ ახვლედიანთან დაკავშირებით დასმული კითხვების კომენტირებისგან თავს იკავებს.
„არმაზ ახვლედიანს აქვს საკუთარი აზრის ქონის უფლება. მე არ ვარ ის პიროვნება, რომელმაც არმაზს ჩვენს პარტიაში გაწევრიანებაზე რეკომენდაცია გაუწია, ისევე როგორც არ გახლავართ ის თანამდებობის პირი პარტიაში, რომელიც პასუხს ვაგებ რეკრუტირებაზე ან პარტიიდან გასულ ხალხზე. ასე რომ, მოიკითხეთ რეკომენდატორი და ის ხალხი, ვინც პასუხს აგებს ამ თემაზე", - აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.