logo_geo
eng_logo
როგორ გამოიყურება სამი ნასერი მოსკოვის ღამის კლუბში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ
- +

8 აგვისტო. 2018. 16:19

 

ფრანგ მსახიობ სამი ნასერს მოსკოვის ერთ-ერთ ღამის კლუბში ფიზიკურად გაუსწორდნენ. მსახიობის მდგომაროება იმდენად რთული იყო, რომ მას თვალზე ოპერაციის გაკეთება დაჭირდა. ამის გამო ის ჰემჰოლცის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა თვალის ტრავმა სერიოზული იყო.

 

როგორც რუსული მედია წერს, სამი ნასერს 5 აგვისტოს მოსკოვში, ერთ-ერთ ბარში სცემეს. გავრცელებული ცნობით, მას კონფლიქტი ბარის ერთ-ერთ სტუმართან მოუვიდა.

 

ფრანგი მსახიობი კომედიურ ფილმ „ტაქსიში“ შესრულებული როლით არის ცნობილი.

 

 

 

P.S. მსახიობის ფოტო „რეპორტიორს“ მოაწოდა ჟურნალისტმა გიორგი ფოფხაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner