logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: უმცირესობის წარმომადგენლების მთავარი ამოცანა შოუს მოწყობაა!
- +

10 მაისი. 2016. 15:04


თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს სასტუმრო „რუმსში", სადაც გაერო-ს საგზაო უსაფრთხოების ათწლეულის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თბილისის საკრებულოში მისვლასთან დაკავშირებით უმრავლესობასთან კონსულტაციები ჰქონდა და შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება.



თბილისის საკრებულოს უმრავლესობის მიწვევის საფუძველზე და მაღალი საზოგადო ინტერესებიდან გამომდინარე, გადავწვიტე, 17 მაისს მივიდე საკრებულოში და კიდევ ერთხელ ვისაუბრო იმ პროექტის სიკეთეებზე, რომელიც დაკავშირებულია ქალაქში საკმაოდ მნიშვნელოვან განვითარებასთან, დამატებით სარეკრეაციო სივრცის გაჩენასთან და საგზაო ინფრასტრუქტურასთან, რომელიც ქალაქის ორ ნაწილს ერთმანეთთან დააკავშირებს.

უმცირესობის წარმომადგენლების მთავარი ამოცანა შოუს მოწყობაა, რაც ჩვენი ამოცანა არ არის. ჩვენი ამოცანები ერთმანეთს არ ემთხვევა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, მათ დაძახილზე არ მივისულიყავი საკრებულოში. უმრავლესობასთან მქონდა კონსულტაციები და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner