logo_geo
eng_logo
მაია კახიძე: ვერდასავიწყებლი 8 აგვისტო!
- +

ავტორი მაია კახიძე

8 აგვისტო. 2018. 19:57

 

ვერდასავიწყებლი 8 აგვისტო!

 

დღე - სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში...

 

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~

 

აი, გული რომ გიტირის და ფორიაქობს, იმიტომ, რომ ჩემი, შენი, იმის შვილი წაიყვანეს აგვისტოს ერთ ჩვეულებრივ ღამეს და არავინ უწყოდა, ომი რომ დაიწყო. ამ ომის მონაწილე ჩემი დედისერთა შვილიც გახლავთ და ამაზე დავწერე კიდეც, ფაქტობრივად, 7- 8 აგვისტოს და მომდევნო დღეების განცდილი და განვლილი ყოველი წუთი დოკუმენტურია ჩემს მოგონებებში. მანამდე, სამაჩაბლოს ომში, 1992 წელს ჩემი ძმაც იბრძოდა და სამწუხაროდ, ათეული წლებია (ისტორიაზე აღარას ვამბობ) მერამდენე ომი გადავიტანეთ... რუსეთ - საქართველოს ომიც, როგორც სხვა ომები, მოუშუშებელი ტკივილია. დღეს, როდესაც სიტყვით გამოვედი, გული ისე ამიჩუყდა, ძლივს დავასრულე სათქმელი. მე ხომ გამუდმებით შვილმკვდარ დედებს ვუსამძიმრებ და ამჯერადაც ვერ შევიკავე თავი, ავქვითინდი. მერე, გოგოებმა „ქარი გიმღერის ნანასა“ აკაპელაში ვიმღერეთ და ირინე გოჩაშვილიც გულამოსკვნილი ატირდა... მისთვის ცხინვალი ხომ გამორჩეული სიყვარული და ტკივილია. ძალიან ძნელია ასეთ შეხვედრაზე მისვლა, მაგრამ ძლიერები უნდა ვიყოთ!

 

დიდი მადლობა ფოტოებისთვის და ერთად ყოფნისთვის მარიკა ხიხაძეს და დიანა გიგიაძეს და უღრმესი მადლობა დიმიტრი სანაკოევს და მის ადმინისტრაციას დღევანდელი შევედრისთვის.

 

დღეს 8 აგვისტოა, ვერდავასიწყებელი 8 აგვისტო...

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner