საერთაშორისო ფეხბურთის ასოციაციის საბჭომ (IFAB) თამაშის წესებში საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა, რომელთა შორისაც ყველაზე მნიშვნელოვანი პენალტის შესრულების წესია. ამიერიდან, თუ ფეხბურთელი 11-მეტრიანი დარტყმის შესრულების დროს, გამორბენისას რიტმს შეანელებს, იგი ყვითელ ბარათს მიიღებს და მოწინააღმდეგე გუნდის სასარგებლოდ ჯარიმა დაინიშნება.
გარდა ამისა, ახალი ცვლილებების საფუძველზე, შეხვედრის არბიტრს უფლება ეძლევა, ფეხბურთელი მატჩის დაწყებამდე, გასახდელშივე გააძევოს, თუმცა, ამ შემთხვევაში გუნდს ფეხბურთელის შეცვლის საშუალება მიეცემა და მოედანზე 11 ფეხბურთელით გავა.