logo_geo
eng_logo
სოსო ჯაჭვლიანი: ნუ ერევიან სხვისი პარტიის საქმეში!
- +

10 მაისი. 2016. 15:06


დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი რესპუბლიკური პარტიის მოთხოვნას, პარტიიდან - თამაზ მეჭიაური, ხოლო ფრაქციიდან გოგი თოფაძის გარიცხვის შესახებ მოთხოვნას გამოეხმაურა.

დეპუტატმა „რესპუბლიკელებს" მოუწოდა, სხვა პარტიის საქმიანობაში არ ჩაერიონ.



გუშინ მოვისმინე ფრაზა ყველამ თავის მამიდას მოუაროსო" და ისე გავმხიარულდი, ეს რომ მოვისმინე, მეტი რომ არ შეიძლება. მამიდაჩემს ჰქვია ძალიან მაგარი, საყვარელი სახელი დოლი ჯაჭვლიანი - უპატიოსნესი ქალია, ძალიან მაგარი ქალია. ამიტომ ყველამ დაასახელოს თავისი მამიდის სახელები და გვარები, მოუარონ თავიანთ მამიდებს და ნუ ერევიან სხვისი პარტიის საქმეში", - განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner