logo_geo
eng_logo
ოკუპირებულ ცხინვალში, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში რამდენიმე კაბინეტი დაიწვა
- +

9 აგვისტო. 2018. 00:06

 

 

ოკუპირებულ ცხინვალში, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში რამდენიმე კაბინეტი დაიწვა. მათ შორის არის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ოთახი.

 

როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის მედია წერს, ხანძარი ცხინვალში მდებარე შენობაში, 8 აგვისტოს, საღამოს გაჩნდა. მისი ჩაქრობა 5-მა სახანძრო ბრიგადამ რამდენიმე საათში შეძლო.

 

ცეცხლის გაჩენის მიზეზად ელექტროგაყვანილობა და მოკლე ჩართვა სახელდება. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner