logo_geo
eng_logo
ლევან მურუსიძე: მამუკა ახვლედიანის მოსამართლედ დარჩენას არაფერი ემუქრება
- +

23 თებერვალი. 2016. 22:38


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის  ლევან მურუსიძის განცხადებით მამუკა ახვლედიანს შეუძლია რიგით მოსამართლედ დარცეს, რადგან მოსამართლის ფუნქცია მას არავის შეუზღუდავს.


"მე პირადად იმ პოზიციაზე ვარ, რომ მამუკა ახვლედიანის მოსამართლედ დარჩენას არაფერი ემუქრება, მას უნდა დაეწეროს საქმეები და ამ კუთხით დაეხმაროს მის კოლეგებს", - განაცხადა ლევან მურუსიძემ და აღნიშნა, რომ  დღეს ყველამ თვალნათლივ დაინახა, თუ რის გამო მიიღო საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება.


"დღეს მოსამართლეები გამოვიდნენ და საუბრობდნენ გულწრფელად იმ პრობლემებზე, რომელიც არსებობს. ყველამ თვალნათლივ დაინახა, რის გამოც გათავისუფლდა მამუკა ახვლედიანი. ამ პრობლემებზე მოსამართლეები ყოველთვის საუბრობდნენ ერთმანეთთან. თუმცა ბოლოს მოხდა ისე, რომ უკიდურეს ზომამდე მივედით და მამუკა ახვლედიანის გათავისუფლების გადაწყვეტილება მივიღეთ. ძალიან რთულია, როგორც საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნა, ასევე მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება. თუმცა ახვლედიანთან თანამშრომლობის მცდელობის ყველანაირი რესურსი ამოიწურა. იგი არაერთხელ მოვიწვიეთ, თუმცა თავს არიდებდა საბჭოსთან პრობლემებზე საუბარს და ჩვენთან შეხვედრას", - განაცხადა ლევან მურუსიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner