logo_geo
eng_logo
გაუპატიურებისთვის ბრალდებულს 6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

9 აგვისტო. 2018. 12:06

 

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გაუპატიურების ჩადენის ფაქტზე  ბრალდებული ი.ა. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 19 დეკემბერს, ქ.ვალეში ი.ა.-მ  ფიზიკური ძალადობით და  სიცოცხლის მოსპობის მუქარით მ.ზ. - თან, მისსავე საცხოვრებელ სახლში, სქესობრივი კავშირი დაამყარა.

 

სამართალდამცველებმა ი.ა. იმავე დღეს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქ. ვალეში დააკავეს.   მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება)  წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ი.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად   6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა  განუსაზღვრა“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner