logo_geo
eng_logo
ადვოკატებმა პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართეს
- +

9 აგვისტო. 2018. 13:48

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი მამალაძის ადვოკატებმა საქართველოს პრეზიდენტს დღეს დაკავებული დეკანოზის შეწყალების თხოვნით მიმართეს.

 

როგორც დეკანოზის ერთ-ერთმა ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, შეწყალების თხოვნით მიმართვა იქიდან გამომდინარე მოხდა, რომ საზოგადოებამ დაინახა, როგორი სამართლებრივი დარღვევები არსებობს საქმეში.

 

შეკითხვაზე, აქვთ თუ არა მოლოდინი ადვოკატებს, რომ პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეიწყალებს, გიორგი ფანცულაიამ უპასუხა, რომ მას ვერ წარმოუდგენია, პრეზიდენტმა თხოვნაზე სწორი გადაწყვეტილება არ მიიღოს და დეკანოზი არ შეიწყალოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner