logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: 10 წლის წინ ზუსტად ამ დროს დამიწერია - ჯერ კიდევ არ ვიცოდი რა საშინელებაც გვჭირდა!
- +

9 აგვისტო. 2018. 20:52

 

10 წლის წინ ზუსტად ამ დროს დამიწერია და ჯერ კიდევ არ ვიცოდი რა საშინელებაც გვჭირდა!

 

  1. 09 აგვისტო, გათენდა.

 

უკვე დანამდვილებით ვიცი, რომ ომია, დილაუთენია ვრეკავ ივიკოსთან, გვიან ღამით მიუციათ ავტომატები, ვაზიანიდან გორში ჩაუყვანიათ და გამგეობის შენობის წინ სრულიად უპატრონოდ, მშიერ-მწყურვალები დაბორიალობენ, სრულ გაურკვევლობაში არიან, ვეუბნები, რომ დაბრუნდეს თბილისში, უარს მეუბნება, რას ამბობ, იარაღი მაქვს, ასე სად წამოვალო. ვურეკავ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსს და ვეუბნები, რომ ამდენი ავტომატიანი ბიჭი უპატრონოდაა და რა ვქნათ თქო, მპასუხობს, რომ იცის ეს ყველაფერი და მალე მიხედავენ. მალე ივიკო კავშირიდან გავიდა და ვიგებთ, რომ გორი დაბომბეს, არის მსხვერპლი, თბილისიდან მიდიან ექიმები, სამედიცინო ბრიგადები, მინდა წასვლა, იქ მინდა ვიყო მეც.

 

ისტერიულად ვრეკავ გოჩასთნ, ვიცი, ქარელის პოლიციაშია, არა და არ ირეკება, და რა ვიცი, რომ ამ დროს სადღაც ცხინვალის თავზეა...

 

გალიაში დამწყვდეული მხეცებივით დავდივართ ოთახიდან ოთახში და ვაწვალებ ტელევიზორის პულტს... დამნაშავესავით უყურებ კაკოს და ბრაზი მომდის, რომ ივიკოს მამაც თბილისშია, თუმცა მალე მირეკავს, რომ გორის გზაზეა და მიდის ივიკოს მოსაძებნად, გორის მისასვლელი გადაკეტილია და სადღაც მინდვრებიდან აპირებს შესვლას!

 

საკუთარ თავს ვეუბნები, რომ ახლა პანიკა არაა საჭირო... ერთი წუთი საუკუნედ მეჩვენება. შუადღისას, ორი იქნებოდა დაწყებული ჩემს ტელეფონზე ივას მესიჯი მოვიდა- გორში ვარ, ქეთევან წამებულის 17, არ ინერვიულოთ, სარდაფში ვიმალები!... სასწრაფოდ ვუგზავნი მესიჯს მამამისს, რომელიც უკვე ცეცხლმოკიდებულ გორშია... საღამოს ორივენი ჩვენთან მოდიან, ჩემთან არიან სხვა ნათესავებიც და ვხვდები, ყველა ჩემი ძღინკიანი სარდაფის იმედადაა მოსული...

 

 ამბობენ, რომ საქართველოდან გასასვლელად საზღვრებთან მანქანების კოლონები დგას და ბევრ ჩინოსანსაც მოუსწრია უკვე გაძრომა! ხელისუფლებიდან არავინ ჩანს და როგორც არასდროს, ისე მინდა მიშას დანახვა, მინდა რამე გვითხრას!

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner