საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ურჩევს, რესპუბლიკურ პარტიას გაემიჯნოს.
„კვირიკაშვილი უნდა ეცადოს, გაემიჯნოს ასეთ ძალებს მაქსიმალურად, თუ უნდა ითამაშოს დამოუკიდებელი თამაში და ნაკლებად დაექვემდებაროს გარედან მართვას, თუ მას უნდა, რომ სერიოზულ, დამოუკიდებელ პოლიტიკოსად ჩამოყალიბდეს. თუ მათ ჩვენგან გამიჯვნა უნდათ, მოვუწოდებ, არა მხოლოდ მინისტრები გადადგნენ, არამედ საპარლამენტო თანამდებობებიც დატოვონ და მეც გადავდგები იმისათვის, რომ შევეწირო მათ", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.