logo_geo
eng_logo
ირანის პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეას: აშშ სანდო არაა!
- +

10 აგვისტო. 2018. 02:58

 

7 აგვისტოს ირანს ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი, რი იონგ ჰო ესტუმრა. ირანული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ ჩრდილოეთ კორეის მთავარი დიპლომატი გააფრთხილა, რომ არ ენდონ აშშ-ს. ინფორმაციას Express-ი ავრცელებს.

 

„ამ წლების განმავლობაში, აშშ-ის ხელმძღვანელობის საქმიანობამ ეს ქვეყანა მთელი მსოფლიოსთვის არასაიმედოდ და საეჭვოდ აქცია“ - უთხრა ირანის პირველმა პირმა რი იონგ ჰო.

 

სწორედ ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დღეს აამოქმედა აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სანქციები.

 

ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა მაისში მაშინ გაუარესდა, როდესაც ტრამპის გადაწყვეტილებით აშშ-მა ირანის ბირთვული შეთანხმება დატოვა. 14 ივნისს კი ირანმა აშშ-ის შეთანხმებიდან გასვლის გამო კომპენსაცია მოითხოვა.

 

რაც შეეხება აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის ბოლოდროინდელ ურთიერთობას: 12 ივნისს სინგაპურში დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ისტორიული შეხვედრა გაიმართა.

 

ლიდერებმა დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებები გამართეს, რომლის შემდეგაც დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა ერთობლივ დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

 

სამხედრო კონფლიქტი სამხრეთ კორეასა და ჩრდილოეთ კორეას შორის. სამხრეთ კორეას დახმარებას უწევდა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ხოლო ჩრდილოეთ კორეას საბჭოთა კავშირი და ჩინეთი. ომი დაიწყო 1950 წლის 25 ივნისს და დასრულდა საზავო ხელშეკრულებით 1953 წლის 27 ივლისს.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner