logo_geo
eng_logo
ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მიწის მასის ჩამოშლის გამო ტურისტები არიან ჩარჩენილი
- +

10 აგვისტო. 2018. 10:22

 

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის მე- 15 კილომეტრთან, ჩამოშლილი მიწის მასის გამო ტურისტები არიან ჩარჩენილი და გადაადგილებას ვერ ახერხებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, ტერიტორიაზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები იმისთვის, რომ ავტომობილებმა გადაადგილება ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ.

 

მათივე ინფორმაციით, რამდენიმე ტურისტი ფშაველი-აბანო-ომალოს გზის მე- 15 კილომეტრთან მანქანებით არიან ჩარჩენილიები.

 

„ფაშაველი-აბანო-ომალოს 28-ე კილომეტრთან, რომელიც უღელტეხილამდე მდებარეობს, მიწის საკმაოდ მოზრდილი მასა ჩამოიშალა. ასევე მიწის მასა ჩამოშლილია ფაშაველი-აბანო-ომალოს გზის მე-15 კილომეტრთან. ტურისტები ამ ჩამონაშალი მასის მიმდებარედ არიან გაჩერებული. რამდენი ტურისტია, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა შექმნილი ვითარების გამო გადაადგილებას ვერ ახერხებენ. მოსახვევებშიც არის მცირეოდენი ჩამონაშალი. ტურისტები მანქანებით არიან ჩარჩენილი, ისინი სატელეფონო ხაზზე არიან იმ ადამიანებთან, ვინც გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს. მიმდინარეობს გზის ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები. გზა რამდენიმე საათში გაიწმინდება, თუ მეტეოროლოგიური პირობები არ შეგვიშლის ხელს“, - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურში.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner