logo_geo
eng_logo
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების კონტრაბანდის ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცა
- +

10 აგვისტო. 2018. 12:09

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინეს და  სამი პირი პასუხისგებაში მისცეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებულებმა, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საქართველოში მალულად შემოიტანეს დიდი ოდენობით  - 2 კგ-მდე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები.

 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული  ოქროს ნაწარმის საერთო საბაჟო ღირებულება  100 000 ლარს აღემატება.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner