logo_geo
eng_logo
წლის პირველ ნახევარში ბანკების მოგება 8.4%-ით შემცირდა
- +

10 აგვისტო. 2018. 12:53

 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მიმდინარე წლის პირველი ნახევრის (იანვარ-ივნისის) ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ბანკების მოგება-ზარალის უწყისებიდან ირკვევა, რომ წლის პირველ ნახევარში ყველაზე მეტი წმინდა მოგება - 183 მლნ ლარი „თიბისი ბანკს” ჰქონდა, რომელიც 22%-ით მეტია 2017 წლის პირველი ნახევრის მოგებაზე. მეორე ადგილზე „საქართველოს ბანკია” 114 მლნ ლარით, რაც 45%-ით ნაკლებია წინა წლის პირველი ნახევრის მოგებაზე. მესამეზე „ლიბერთი ბანკია” 30 მლნ ლარის მოგებით.

 

წმინდა მოგების ზრდის ტემპით პირველ ადგილზეა „ფინკა ბანკია”, რომლის მოგებაც 1214%-ით გაიზარდა და 1.4 ათასი ლარი შეადგინა.

 

წლის პირველი ნახევარი ზარალით ორმა ბანკმა დაასრულა: „სილქ როუდ ბანკმა” -0.6 მლნ დოლარით და „იშ ბანკმა” -1 მლნ დოლარით.

 

პირველ ნახევარში ყველა ბანკმა ერთად 410 მლნ ლარის წმინდა მოგება ნახა, რომლის 73% ორ მსხვილ ბანკზე მოდის. 2017 წლის პირველ ნახევართან შედარებით ბანკების ჯამური მოგება 8.4%-ით არის შემცირებული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner