logo_geo
eng_logo
ძლიერი ნალექის შედეგად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ბათუმიდან 80, ქობულეთიდან კი - 36 შეტყობინება შევიდა
- +

10 აგვისტო. 2018. 14:52

 

„ძლიერი ნალექის შედეგად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ამ დროისთვის, ბათუმიდან შემოსულია 80 შეტყობინება, ქობულეთიდან 36“, - ამის შესახებ ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გავრცელებულ განცხადებაში. 

 

„წვიმის შედეგად დატბორილია გზები, საცხოვრებელი სახლების ეზოები და პირველი სართულები.

უამინდობამ პრობლემები შექმნა სამეგრელოს რეგიონშიც. ძლიერმა ნალექმა მდინარეებისა და ღელეების ადიდება გამოიწვია. წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს: ზუგდიდში, სენაკში, ფოთში, ხობში, აბაშასა და მარტვილში.

აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზების გაწმენდის პროცესი.

მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია.

ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია, რათა დროულად მოხდეს ძლიერი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრა“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner