logo_geo
eng_logo
გოგიტა ცუცქირიძე: ლარის კურსის დაწევა დროებითია და არაფერი საპანიკო არ არის
- +

10 აგვისტო. 2018. 16:45

 

ვალუტის რყევაზე რაიმე ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორი  უნდა გამოვრიცხოთ, რადგან ბოლო პერიოდში გაზრდილია როგორც ფულადი გზავნილები, ისე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და ექსპორტი, - აცხადებს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა ცუცქირიძე.

 

მისი თქმით, როდესაც სავალუტო ბაზარზე რყევა ხდება, ამას აქვს საგარეო ან შიდა ეფექტი.

 

თქვენ იცით, რომ ბოლო დღეებია თურქული ლირა ვარდება. სერიოზული გაუფასურება ხდება ამ ვალუტის, თურქეთი, კი მოგეხსენებათ, არის ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი. ბოლო პერიოდში ასევე ხდება რუსული რუბლის ვარდნაც, რაც დაკავშირებულია ამ ქვეყნებში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებთან. აქედან გამომდინარე, ეს ფაქტორები, გარკვეულწილად, მოქმედებენ. მაგრამ მაინც, მიმაჩნია, რომ ეს არის დროებითი ხასიათის, რადგან ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არაკონვერტირებად ვალუტებს, როგორიც არის ლარი, მსგავს სიტუაციებში ყოველთვის ახასიათებთ ხოლმე ნაკლებპროგნოზირებადობა და მსგავსი რყევებს შესაძლოა ჩვეულებრივი, აჟიოტაჟური ხასიათი ჰქონდეს, მაგრამ, არ მგონია, ეს რამე უარყოფით მოლოდინებთან იყოს მომავალში დაკავშირებული. ასეთი დროებითი ცვლილებები სავალუტო ბაზარზე არაკონვერტირებადი ვალუტების და მათ შორის ლარისთვის, არის დამახასიათებელი და შესაბამისად, არაფერი საპანიკო აქ არ არის, - აცხადებს გოგიტა ცუცქირიძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner