logo_geo
eng_logo
ბექარ ოიკაშვილი: ლარის კურსი უახლოეს პერიოდში დასტაბილურდება
- +

10 აგვისტო. 2018. 16:53

 

ლარის კურსი უახლოეს პერიოდში დასტაბილურდება“, - ასეთ პრიგნოზს აკეთებს ეკონომიკის ექსპერტი, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის დამფუძნებელი (CDD) -ის დამფუძნებელი ბექარ ოიკაშვილი ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით.

 

მისი თქმით, ლარის კურსის დაწევა დროებითია და საგარეო ფაქტორებს უკავშირდება.

 

„2018 წლის პირველ ექვს თვეში ეკონომიკური ზრდა 5.7%- შეადგენს, მეორე კვარტალში კი 6.0%-, ექსპორტი 30%-ით არის გაზრდილი. აღნიშნული პოზიტიური დინამიკის მიუხედვად, რეგიონში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, ბოლო დღეების განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსმა დროებით დაიწია, რისი მიზეზებიც საგარეო ფაქტორებია. მათ შორის შეგვიძლია აღვნიშნოთ, თურქული ლირის გაუფასურება და საქართველოს საიმპორტო პროდუქციაზე გაზრდილი ფასები. პოზიტიური ტენდენციის გათვალისწინებით არსებული პროგნოზებით, ვფიქრობ, ლარის კურსი უახლოეს პერიოდში დასტაბილურდება, - განაცხადა ბექარ ოიკაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner